რა იწვევს ჭარბწონიანობას საქართველოში და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია - ქეთევან ასათიანის რჩევები

რა იწვევს ჭარბწონიანობას საქართველოში და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია - ქეთევან ასათიანის რჩევები

ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. 2008-2015 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევროპის ქვეყნებში წონის პრობლემა 18 წელზე ზემოთ მყოფ ადამიანთა 37%-ს აქვს, მათ შორის 56,7% ქალს და 51%-დან 69,3% მამაკაცს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჭარბი წონით დაავადებულთა რიცხვი 35,7%-ია, ხოლო საქართველოში მსგავსი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

"სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტის," ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანის თქმით, ჭარბი წონის პრობლემა საქართველოში იმდენად გავრცელებული არ არის, რამდენადაც ევროპისა და აშშ-ის ქვეყნებში, თუმცა ექიმთან მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ახალი წლის შემდეგ დღეებში.

ქეთევან ასათიანის თქმით, ჭარბი წონის პრობლემა, განსაკუთრებით მოზარდებში, უკვე თვალშისაცემია.

თუმცა ერთი, კონკრეტული მიზეზის თქმა რთულია, რადგან ის შეიძლება, როგორც გენეტიკური ფაქტორებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით, ისე არასწორი კვებით იყოს გამოწვეული. წონაში მატებას ასევე მაშინ ვიწყებთ, როდესაც საკვებით მიღებული ენერგია დახარჯულ ენერგიას აღემატება.

"საკვების ურეჟიმოდ მიღება, მაგალითად, დღეში ერთხელ ან ორჯერ, ფიზიკური დატვირთვის არქონა, არასრულფასოვანი ძილი, დეჰიდრატაცია, ეს ყველაფერი წონაში მატების მიზეზებია,"- განმარტავს ენდოკრინოლოგი. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი