ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"

ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალი: "დამლაგებლობით და მრეცხავობით დავიწყე"

ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში. ეკატერინა წლებია ამერიკაში ცხოვრობს, სამი შვილის დედაა და ფიტნესის ინსტრუქტორი. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ ფიტნესში და ამერიკული ფიტნესის ქართველ დედოფალსაც უწოდებენ ხშირად... არადა, როგორც თავად ჰყვება, არც ისე უღრუბლოდ დაიწყო მისი ამერიკული ცხოვრება...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ, კალიფორნიის შტატში. ამერიკის მოქალაქე ვარ 17 წელია. მყავს 3 შვილი. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ვიყავი მხატვრული ტანმოვარჯიშე, ნელი სალაძესთან გავიზარდე. 1991 წელს გავხდი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონი... ახლა კი გახლავართ ელიტის პერსონალური ტრენერი და მსოფლიო ჩემპიონი ფიტნესში.

- რამდენად გაგიიოლდათ უცხო ქვეყნიდან ჩასულს ამერიკაში თავის დამკვიდრება?

- ეს იოლი არ არის, სამწუხაროდ. ძალიან ძნელია. დაახლოებით 6-7 წელი დამჭირდა. ალბათ 7 წლის მერე ვიგრძენი ცოტა შვება... პირველად რომ ჩამოვედი, დამლაგებლად დავიწყე მუშაობა... თუმცა მრავალწლიანი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგი მაინც მივიღე და ახლა ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბის მწვრთნელი ვარ.

- მაინც რა ფაქტორები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში? ვინც ახლა დგას ასეთივე გზის დასაწყისში, მას რას ურჩევთ?

- თავიდან ძალიან ძნელია, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ და რწმენა არ უნდა დაკარგოთ. მე ჩემი უფროსი ქალიშვილის - ნინის და ჩემი ოჯახის გამო ჩამოვედი ამ ქვეყანაში. მინდოდა, რომ ნინის ისე არ ეტანჯა, როგორც მე ვიტანჯე, და ნინის ჰქონოდა ყველაფერი ის, რაც მე არ მქონდა. ის გზა გავუკვალე, რომელზეც მე არც კი მიოცნებია. ეს ფაქტორი მეხმარებოდა ყველაფერში - შვილზე ფიქრი, რომ მას ის ცხოვრებისეული არჩევანი ექნებოდა, რაც სამწუხაროდ, ბევრ ქართველ გოგონას არ აქვს. მე არ მეთაკილებოდა არც დალაგება, არც ტუალეტების რეცხვა, რომ ნინის ყველაფერი ჰქონოდა, ამიტომ სწორედ ჩემს გოგონას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემს აქ ყოფნაში.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი