თბილისის ბაღის აღმზრდელს, რომელსაც მშობელი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა

 თბილისის ბაღის აღმზრდელს, რომელსაც მშობელი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საკითხის საბოლოო შესწავლამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ აღმზრდელს და მის თანაშემწეს.

"მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს. საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი