კვლევა - საქართველოში ყოველ მეხუთე ახალგაზრდას ქვეყნის დატოვების ძლიერი სურვილი აქვს

კვლევა - საქართველოში ყოველ მეხუთე ახალგაზრდას ქვეყნის დატოვების ძლიერი სურვილი აქვს

ახალგაზრდებს შორის მიგრაციის ძლიერი სურვილია. ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში "თაობა გარდამავალ პერიოდში" არის ნათქვამი. როგორც ფონდიდად იუწყებიან, ზოგადად, ყოველი მეორე რესპონდენტი - 59% აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვება არ აქვს განზრახული, ყოველი მეხუთეს, ანუ 21%-ის განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების ძლიერ სურვილი აქვს და 19%-ს საქართველოს დატოვება მეტ-ნაკლებად სურს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მათი წილი, ვისაც ემიგრირება არ სურს, შედარებით უფროს რესპონდენტებსა და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებს შორისაა მაღალი.

კვლევის თანახმად, მათთვის, ვისაც ქვეყნიდან წასვლა სურს, ამერიკა და გერმანია დანიშნულების ყველაზე სასურველი ადგილებია, მათ შემდეგ პოზიციას რუსეთი და ესპანეთი იკავებენ.

რაც შეეხება მიგრაციის მამოტივირებელ ფაქტორებს, კვლევის მიხედვით 38%-ით ლიდერობს "ცხოვრების უკეთესი სტანდარტი", რასაც 17%-ით "უკეთესი განათლების შესაძლებლობები" მოჰყვება. მიგრაციის მამოტივირებელ ფაქტორებს შორის ასევე დასახელდა: დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა, საცხოვრებლად უკეთესი პირობები, საქართველოში არსებული არასახარბიელო სიტუაციიდან თავ

ის დაღწევა, უფრო მეტი კულტურული მრავალფეროვნება, დამოუკიდებელი ცხოვრება, საკუთარი ბიზნესის დაწყების უკეთესი შესაძლებლობა და საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი