მოძღვრის ნაჩუქარმა აბრამ ორი სოფელი დაპირისპირებისგან იხსნა

მოძღვრის ნაჩუქარმა აბრამ ორი სოფელი დაპირისპირებისგან იხსნა

სამწევრისისა და თათანაანთუბნის ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დამთავრდა.

მას შემდეგ, რაც ორი სოფლის ტერიტორია ერთმანეთისგან აბრით გაიმიჯნა, სიტუაცია დაწყნარდა.

აბრა, წარწერით - "თათანაანთუბანი - ღმერთმა დაგლოცოთ" - სამწევრისის ეკლესიის მოძღვარმა სპეციალურად დაამზადა.

მოსახლეობას შორის დაპირისპირება საგზაო სამმართველოს მუშების მიერ შეცდომით დადგმულმა ნიშნებმა გამოიწვია.

როგორც გაირკვა, გზის სამუშაოების დამთავრებისას, მუშებმა სამწევრისის აღმნიშვნელი წარწერა თათანაანთუბნის ტერიტორიაზე დააყენეს, რამაც თათანაშვილების გაღიზიანება გამოიწვია.

"ჩვენი სოფელი მეშვიდე საუკუნიდან არსებობს. სულ თავიდან სამი ძმა თათანაშვილი დასახლებულა აქ, მერე გაიზარდა სოფელი. ახლა, 30 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს აქ, მაგრამ უმრავლესობა მაინც ჩვენ ვართ. რატომ უნდა წაშლილიყო თათანაანთუბნის კვალი, ეს ხომ წინაპრების შეურაცხყოფა იქნებოდა", - აცხადებს ალიკა თათანაშვილი.

სრულად წაიკითხეთ: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი