მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდები - ასე უნდა ისწავლებოდეს მანქანის მართვა საქართველოშიც

მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდები - ასე უნდა ისწავლებოდეს მანქანის მართვა საქართველოშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლის ბოლომდე მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შესაძლოა ორ ან სამეტაპიანი გახდეს. მთავარი ცვლილება კი ის იქნება, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ პირობებში მოხდება.

ვიდრე სამინისტრო ცვლილებებს განახორციელებს, მართვის მოწმობის აღება საქართველოში არც ისე რთულია, შესაბამისად გამოუცდელი მძღოლებიც მრავლად არიან ჩვენს ქუჩებში. საინტერესოა, როგორ აბარებენ განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის გამოცდებს და რომელი სისტემა ითვლება ყველაზე რთულად.

განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ რთული და ძვირი სიამოვნებაა. ამ მხრივ, ერთ-ერთი რთული გზის გავლა, ახალ მძღოლებს ფინეთში უწევთ.

► იქ მართვის B კატეგორიის ლიცენზიის ასაღებად, სწავლის სამი ეტაპია გასავლელი, რაც ჯამში 2 400-2 600 ევრო ჯდება.

სწავლის ეს სისტემა 1970-იან წლებში შეუმუშავებიათ და მას სკანდინავიურ სისტემასაც უწოდებენ. პირველი, ძირითადი ეტაპი ორი თვე გრძელდება. ამ პერიოდში გასავლელია თეორიული კურსი, რაზეც 20 საათია გამოყოფილი და პრაქტიკული კურსი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 20 საათია.

► საინტერესოა, რომ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, კურსანტებს მართვას ყველა ტიპის საფარზე ასწავლიან - იქნება ეს ასფალტი, გრუნტი, თუ სხვადასხვა ტიპის სრიალა ზედაპირი.

დაახლოებით 20 საათია საჭირო თვითგანათლებისთვისაც - ავტოსკოლა საკუთარ საიტზე იძლევა სპეციალურ დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს განაგრძეთ კითხვა autobild.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი