საპატიო პროფესია მეღვინეობის სფეროში - რა ევალება სომელიეს და რატომ არ ჰყავთ ქართულ რესტორნებში ისინი?

საპატიო პროფესია მეღვინეობის სფეროში - რა ევალება სომელიეს და რატომ არ ჰყავთ ქართულ რესტორნებში ისინი?

სომელიეს პროფესია პირველად საფრანგეთში, ნაპოლეონის ეპოქაში გაჩნდა. სომელიე ღვინის ექსპერტია, რომელიც მომხმარებლისთვის ამ სასმლის მოხდენილად და სწორად მირთმევაზეა პასუხისმგებელი. ამასთანავე, სხვა ალკოჰოლური სასმელების ცოდნაც ევალება. საქართველოში მის წინამორბედს ჭაშნაგირი ერქვა, ოღონდ მას უსაფრთხოების დასადგენად ასინჯებდნენ ღვინოს - ჭაშნაგირს სუფრის წევრები მოწამლული საკვებისა და სასმლისგან უნდა დაეცვა. სომელიეს პროფესია თანამედროვე ქართულ გასტრონომიაში რამდენიმე წელია, არსებობს, მაგრამ მრავალი ქართველისთვის ჯერ ისევ უცხო ხილია. რას ნიშნავს სომელიე თანამედროვე ქართულ სინამდვილეში და რით არის ეს პროფესია მიმზიდველი?

სომელიე არის ადამიანი, რომელიც რესტორანში სასმელების მირთმევაზე აგებს პასუხს, კლიენტს ღვინის ან სხვა სასმლის შერჩევაში ეხმარება და იმ წუთამდე ემსახურება, ვიდრე ის დარბაზს არ დატოვებს. რესტორნის გარდა, სომელიე ღვინის სახლებში, სასტუმროებსა და ღვინის კომპანიებში მუშაობს. ამ პროფესიის ადამიანს რესტორანში ღვინის ბარათის შედგენა და მისი გათვალისწინებით, სასმლის მარაგის გაკონტროლება ევალება. მოგეხსენებათ, ღვინოს სპეციფიკური მოვლა ესაჭიროება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი