გზები, სადაც მანქანებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

გზები, სადაც მანქანებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო როდიონოვკა-ნინოწმინდისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთებზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ინეტრპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის (კმ90-კმ112) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი