როგორ ფუჭდება ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ - პრაქტიკული რჩევები ბებიებს

როგორ ფუჭდება ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ - პრაქტიკული რჩევები ბებიებს

ეს ბებიების მიერ დანახული პატარაა, რომელსაც ანებივრებენ და ათამამებენ. შეხედეთ იუმორით:

1. დაიმახსოვრეთ: ბავშვი ყოველთვის მართალია.

2. თუ ბავშვი დამნაშავეა - იხილეთ პუნქტი პირველი.

3. ბავშვი უნდა გიყვარდეს. ეს აქსიომაა. თუ გიყვართ - გაანებივრეთ კიდეც! ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერი საშუალებით. შესაძლოა თქვენ გარდა ეს არავინ არ გააკეთოს. მაშინაც კი, როდესაც მშობლები დასჯიან მას. კარგია თუ მშობლებისგან "მალულად" გააკეთებთ ამას, როდესაც მშობლები დარწმუნებული არიან, რომ თქვენც ისევე მკაცრი ხართ ბავშვის მიმართ, როგორც ისინი. თქვენ კი ამ დროს ერთად უყურებთ მულტფილმებს!

4. ყოველდღიურად გააკონტროლეთ აღმზრდელობითი პროცესი. და თუ რაიმე ისე არ არის - მკერდით გადაეფარეთ შვილიშვილს. უარის თქმა შეუძლიათ მხოლოდ უგულო, მკაცრ მშობლებს. თუ ბავშვს უნდა სათამაშო, მას ის უნდა ჰქონდეს. ფული არ გაქვთ? - ისესხეთ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა. "ააააა, არ უყიდით? მე თვითონ წავალ, დასამარხი ფულიდან ავიღებ და ამ შესანიშნავ ტრანსფორმერს მაინც ვუყიდი. დაე ყველას შეშურდეს!" განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი