ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება

ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართება

ტექნოპარკში ხვალ მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიხსნება. როგორც AMBEBI.GE-ს JumpStart Georgia-დან აცნობეს, ჰაკათონი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევარები და მონაცემებით დაინტერესებული პირები. ჰაკათონში მონაწილეობისთვის სულ 100 ადამიანი შეირჩა, რომლებიც გუნდებს ადგილზევე დააკომპლექტებენ.

ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები იმუშავებენ პარტნიორი ორგანიზაციების კომუნიკაციის პრობლემებზე. კონკრეტულად, პარტნიორები წარმოადგენენ მონაცემთა ბაზებს, რომელთა საზოგადოებისთვის მარტივი და საინტერესო ფორმით მიწოდება, კომუნიკაცია სურთ. სხვადასხვა უნარ-ჩვევების ადამიანები შეეცდებიან მათ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ. ჰაკათონის ორგანიზატორების მთავარი მიზანია დააკავშირონ ერთმანეთს, როგორც სხვადასხვა უნარის მქონე ადამიანები, ისე ორგანიზაციები და გუნდები.

ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, JumpStart Georgia-ს და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით. ჰაკათონის მხარდამჭერებმა გამარჯვებული გუნდებისთვის სხვადასხვა პრიზები დააწესეს. პრიზების შესახებ მონაწილეები ღონისძიების დაწყების შემდეგ მიიღებენ ინფორმაციას.

ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე: https://vizhack.ge/ka

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი