"საქართველოში სიკვდილის მომტანი მარილი გამოჩნდა!"

"საქართველოში სიკვდილის მომტანი მარილი გამოჩნდა!"

"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"

ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ:

"დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში ბიონარკოტიკის­ ახალი­ სახეობა შემოვიდა, რომ­ლის მომხმარებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ფატალურადაც სრულდება. სპეციალისტთა ინფორმაციით, ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც­ ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ, მისი შემცველობა კი ჯერჯერობით უცნობია. მას მომხმარებლები­ ინტერნეტით იწერენ. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთი­ერებასთან, გავრცელებული­ "ნარკანი", რომელსაც ზედოზირების დროს იყენებენ, ამ შემთხვევაში უძლურია. ამ საკითხის გარკვევა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ვცადეთ.

ეკატერინე ყურაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი: - ეს არის მარილი, რომელიც­ რამ­დენიმე წელიწადია, რაც შემოსულია და პერიოდულად იცვლება მისი ფორმულა.­ შეიძლება ნივთიერების ფორმულიდან ერთი ატომი ამოვარდეს ან მისი გაძლიერების მიზნით რაღაც დაამატონ და უკვე სხვა ნივთიერება მიიღება.

საქმე გვაქვს სინთეტიკურ ნარკოტიკთან, რომელსაც კიდეც ეწევიან, იყნოსავენ და ინტრავენურადაც იკეთებენ. მარილი მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებაა და ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც კოკაინს.

- რითი გამოირჩევა ეს სინთეტიკური ნარკოტიკი?

- სიძლიერითა და ტოქსიკურობით. მომხმარებელი მალე ხდება ფიზიკურად დამოკიდებული ("ლომკას" რასაც ვეძახით). ამ შემთხვევაში, სანამ ადამიანი ფიზიკურ დამოკიდებულებამდე მივა, ფსიქოზი უვითარდება, ხშირია ლეტალური შედეგიც... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი