უამინდობის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი გაუქმდა, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი კი, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა

უამინდობის გამო სტამბოლი-ბათუმის რეისი გაუქმდა, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი კი, ქუთაისის აეროპორტში დაეშვა

დაბალი ხილვადობის გამო, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის აეროპორტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე უამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა.

ბათუმში დღეს დილიდან თოვს. უამინდობის გამო, გუშინ, ბათუმი-სტამბულის ავიარეისი გადაიდო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი