კარტოფილი ფრი მოხარშულზე სასარგებლოა? - ახალი კვლევა, რომელიც ბევრ მშობელს გაახარებს

კარტოფილი ფრი მოხარშულზე სასარგებლოა? - ახალი კვლევა, რომელიც ბევრ მშობელს გაახარებს

დამკვიდრებული აზრია, რომ მოხარშული კარტოფილი შემწვარზე უფრო სასარგებლოა, ხოლო კარტოფილი ფრი - ერთ-ერთი ყველაზე მავნე კერძია ამქვეყნად. ასეა თუ არა სინამდვილეში?

ეს საუკუნე ხომ მითების მსხვრევის საუკუნეა. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომ შემწვარი კარტოფილი მოხარშულზე სასარგებლოც კი შეიძლება იყოს, თუ ელემენტარული წესები იქნება დაცული მისი მომზადების დროს.

ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა გაერკვიათ, ბოსტნეულის მომზადების სხვადასხვა მეთოდი როგორ გავლენას ახდენს მათში პოლიფენოლების შემცველობაზე - ძლიერი ანტიოქსიდანტების, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებენ.

ექსპერიმენტის დროს კატროფილს, ხახვს, ბადრიჯანს, წიწაკას ხარშავდნენ, თუშავდნენ და წვავდნენ ზეითუნის ზეთში, მერე კი ადარებდნენ, რომელ ბოსტნეულში შენარჩუნდა ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი