"წიგ­ნებ­შიც კი არ შემ­ხ­ვედ­რია ისე­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და" - კა­ცი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ეთან­ხ­მე­ბა

"წიგ­ნებ­შიც კი არ შემ­ხ­ვედ­რია ისე­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და" -  კა­ცი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ეთან­ხ­მე­ბა

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია. ამ ფა­კულ­ტეტ­ზე არ­ჩე­ვა­ნი მშობ­ლე­ბის ხათ­რით გა­ა­კე­თა. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ისე გა­იც­ნო, რო­გორც მუ­სი­კო­სი. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი და­თო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ამ­ბობს, რომ არ უყ­ვარს ხმა­უ­რი, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა, ხში­რად დამ­ღ­ლელ ყო­ველ­დ­ღი­უ­რო­ბას გა­ურ­ბის და ბუ­ნე­ბა­ში გან­მარ­ტოვ­დე­ბა ხოლ­მე. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ის ავ­ტო­რია, რო­მელ­მაც მი­სი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

- ბო­ლო პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, წიგ­ნე­ბის სა­კითხა­ვად დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წიგ­ნე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ის­წავ­ლო.

ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს უფ­რო კარ­გად აღიქ­ვამ. ხში­რად ვცდი­ლობ, ქა­ლა­ქის ხმა­ურს გა­ვე­რი­დო. მარ­ტო ყოფ­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ მაქვს, მაგ­რამ თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩარ­გალ­ში ვგრძნობ. ყვე­ლამ იცის, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლია. ეს ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნი ამ ად­გი­ლი­დან ეფე­რე­ბო­და სამ­შობ­ლოს, სრუ­ლი­ად სამ­ყა­როს. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და გა­მე­გო, რას გრძნობ­და, რო­გორ აღიქ­ვამ­და, რა გან­ც­დე­ბი ჰქონ­და ამ ადა­მი­ანს, რო­ცა იმ გე­ნი­ა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებს ქმნი­და. ვა­ჟა იმ­დე­ნად დი­დია, მას­თან ახ­ლოს მის­ვ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ჩარ­გალ­ში ყოფ­ნი­სას ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავს ასეთ ბუ­ნებ­ში რომ იზ­რ­დე­ბი. ვა­ჟას ეზო­ში უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი მე­უფ­ლე­ბა. მგო­ნია, რომ მი­სი ყო­ფა იდუ­მა­ლე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, ბევ­რი რამ იმა­ლე­ბა, ვცდი­ლობ ამოვ­ხ­ს­ნა, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. ისე­ვე, რო­გორც ქარ­თულ სიმ­ღე­რის მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბაა ამო­უხ­ს­ნე­ლი. აქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან ჰარ­მო­ნი­ა­შია. სი­ჩუ­მე­შიც კი სა­ო­ცა­რი ბგე­რე­ბი ის­მის. ერ­თხელ თბი­ლი­სი­დან ღა­მე სრუ­ლი­ად მარ­ტო წა­ვე­დი, ზაფხუ­ლი იყო, მაგ­რამ ცი­ო­და. ეზო­ში შე­ვე­დი, მინ­დორ­ზე წა­მოვ­წე­ქი და პირ­ვე­ლი რაც გა­მახ­სენ­და, იყო - "რამ შემ­ქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნად? რა­ტომ არ მო­ველ წვი­მა­და"... უც­ბად ვი­ღაც მო­ვი­და, - აქ რას აკე­თე­ბო? - ვა­ჟა ძა­ლი­ან მიყ­ვარს-მეთ­ქი. ზედ­მე­ტად აღარ მიხ­მა­უ­რია, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. ჩემ­თ­ვის ვა­ჟა უბ­რა­ლოდ საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი კი არ არის, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მან ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია. წლე­ბის წინ, ერ­თ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა ადა­მი­ან­მა, პო­ეტ­მა თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილ­მა მითხ­რა, ვა­ჟას კითხ­ვას რაც მა­ლე და­იწყებ, მით უკე­თე­სიაო. და­ვიწყე და მის სამ­ყა­რო­ში ჩა­ვი­ძი­რე. ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბას აქვს და­საწყი­სი, მაგ­რამ არ აქვს და­სას­რუ­ლი.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი ჯო­ყო­ლას­თან. ის ვაჟ­კა­ცო­ბით, ადა­მი­ა­ნო­ბით მხიბ­ლავს. ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ყო­ველ­თ­ვის ისე­თია, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მას ზვი­ა­და­ურ­თან ჰქონ­და. ჩემ­თ­ვის ჯო­ყო­ლა მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლია. ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და? ამის თქმა ძა­ლი­ან მი­ჭირს. არც ერთ ნა­წარ­მო­ებ­ში არ შემ­ხ­ვედ­რია ისე­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. ახ­ლაც ვა­ჟას სიტყ­ვე­ბი გა­მახ­სენ­და: "არ და­ინ­დო­ბა დი­ა­ცი"... რო­გორც ჩანს, ამი­თაც მო­ახ­დი­ნა ვა­ჟამ გავ­ლე­ნა ჩემ­ზე.

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩე­მი სურ­ვი­ლით არ ჩა­მი­ბა­რე­ბია. ყვე­ლა მშო­ბელს უნ­და, მის შვილს დიპ­ლო­მი ჰქონ­დეს. მე მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, რომ ეს დიპ­ლო­მი არა­ფერ­ში გა­მო­მად­გე­ბო­და. მა­მას 4 ომი აქვს გა­მოვ­ლი­ლი და უნ­დო­და, მეც მე­ო­მა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სიმ­ღე­რა­ში - "და­უ­კა­რით, რომ ძველ ხან­ჯალს ელ­და ეცეს", მა­მა და მი­სი მე­გობ­რე­ბი გა­და­ვი­ღე, ძვე­ლი კად­რე­ბიც გა­მო­ვი­ყე­ნე. მა­მა დღე­საც მოქ­მე­დი პოლ­კოვ­ნი­კია. ერ­თი პე­რი­ო­დი სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­შიც წა­მიყ­ვა­ნა. სამ­ხედ­რო ცხოვ­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია და მივ­ხ­ვ­დი, ვერ გა­ვუძ­ლებ­დი. იქი­დან წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ბავ­შ­ვო­ბი­დან ვმღე­რო­დი, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, ეს ჩე­მი საქ­მე თუ გახ­დე­ბო­და. ლე­ლა თა­თა­რა­ი­ძის "შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლი­ა" პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხა­და. ახ­ლა აქ­ტი­უ­რად ვარ გა­დარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ერთ-ერთ ინ­გ­ლი­სურ გა­ზეთ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნ­და: 20 წლის გო­გო­ნა, წე­სი­ე­რი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­საც ჰქონ­და 2 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, ოჯა­ხის შექ­მ­ნის მიზ­ნით ეძებ­და წე­სი­ერ ყმაწ­ვილს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს გო­გო უბ­რა­ლოდ, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი იყო. რას აგ­რო­ვებ­და ის?...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი