სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში ყოფილ კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შენობა უფუნქციო იყო. ხანძარი 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედაგად არავინ დაშავებულა.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთის წინ მოხერხდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 18 მანქანა მუშაობს.