"ნელი მოქმედების ნაღმები" თბილისში - "მიშენებული ლოჯიების უმეტესობა საფრთხის შემცველია"

"ნელი მოქმედების ნაღმები" თბილისში - "მიშენებული ლოჯიების უმეტესობა საფრთხის შემცველია"

თბილისში, მრავალსართულიან კორპუსებზე მიშენებული ლოჯიები არავის უკვირს. ეს პროცესი წლების განმავლობაში უკონტროლოდ მიმდინარეობდა - მოქალაქეებს კითხვაც არ სჭირდებოდათ, ჰქონდათ თუ არა თავის კორპუსზე მიშენების უფლება. ამჟამად ამ საკითხს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური აკონტროლებს და უკანონო მიშენებების მიმართ საკმაოდ მკაცრი სანქციები ტარდება, რის გამოც მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მიშენებებთან დაკავშირებით თბილისში სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული, მაგალითად: პირველი კატეგორიის შენობებზე უკანონო მიშენება 8 ათასი ლარით ისჯება. ასევე არ შეიძლება მიშენება, ან დაშენება 50 წელს გადაცილებულ კორპუსებზე... როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, სანქციები უნდა იყოს, "წინააღმდეგ შემთხვევაში თავის კორპუსს ყველა რაღაცას მიაშენებს და ქალაქი ბუნკერს, ან საერთო საცხოვრებელს დაემსგავსება", - აცხადებს უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე:

"ჩვენს დედაქალაქში მიშენებები მართლაც რისკის შემცველია. ისინი ზოგ შემთხვევაში დიდ, ზოგ შემთხვევაში კი - შედარებით მცირე საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, ის ჯარიმები და სანქციები, რომელიც უკანონო მიშენებებზე ვრცელდება, გამართლებულია. ერთია ქალაქის იერსახის დამახინჯება, მაგრამ მთავარი მაინც ის რისკია, რომელიც კუსტარულ მშენებლობებს ახლავს" - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ექსპერტის თქმით, მიშენებები ძირითადად ძველ, საბჭოთა ეპოქის დროინდელ შენობებზეა.

შოთა გუჯაბიძე: "მიშენებები და ბინების ამ გზით გაფართოება 1990-იან წლებში დაიწყო. რა თქმა უნდა, გაფართოების სურვილი ყველას გაუჩნდა და ხალხმა მასობრივად დაიწყო კორპუსებზე ლოჯიების მიშენება, ან დაშენება. ძალიან ბევრ ადგილას უზარმაზარი კონსტრუქციებია შეზრდილი ძველ, უკვე არსებულ ობიექტებთან. საკითხავია, რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს, რა მასალას იყენებდნენ, ან რამდენად საიმედო იყო ეს მასალა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტორიც, რომ კორპუსი, რომელზეც მიშენება სურთ, ხშირად უკვე ამორტიზებულია. ამ შემთხვევაში მიშენება განსაკუთრებით საშიშია. ნებისმიერ ოჯახს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ შენობის ფასადი შეცვალოს, ან ბოლო სართულზე დააშენოს და გაფართოვდეს. როდესაც მიშენება კუსტარულია, რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მერია ყველა უკანონო მიშენებას აჯარიმებს, რომლის შესახებაც მერიის არქიტექტურულ სამსახურს ინფორმაცია არა აქვს. ყველა უკანონო მიშენება თუ დაშენება დემონტაჟით, ან ფულადი სანქციებით ისჯება. სხვადასხვა შემთხვევაში სანქციების სიმკაცრე განსხვავებულია და ეს კარგია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს - არ

არის სასურველი თვითნებურად არქიტექტურული სამუშაოების ჩატარება".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი