პირველი მაღალი კლასის მარანი ქუთაისში - "ღვინის საშუალებით ტურისტებს საქართველოს ისტორიას მოუყვებიან"

პირველი მაღალი კლასის მარანი ქუთაისში - "ღვინის საშუალებით ტურისტებს საქართველოს ისტორიას მოუყვებიან"

ქუთაისის ისტორიულ უბანში მაღალი კლასის ღვინის მარანი გაიხსნა. "საწნახელი" - ასე ჰქვია ახალ სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც ქართული ღვინის თითქმის ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ღვინის მარანი ერთგვარი ეთნოგრაფიული მუზეუმიც არის, სადაც დამთვალიერებელი ღვინის ისტორისა და მისი დამზადების ტექნოლოგიის გაცნობას შეძლებს. გარდა ბრენდული ღვინოებისა, "საწნახელში" წარმოდგენილია საოჯახო ღვინოების უნიკალური ჯიშები და სახელობითი ღვინოები.

მუზეუმში ძირითადად იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში დამზადებული საოჯახო ღვინოების დაგემოვნება შეიძლება. მარანი უცხოელი ტურისტებისთვის არის გათვლილი, სადაც ღვინის საშუალებით საქართველოს ისტორიას მოუყვებიან.

"ტურიზმის ხელშეწყობის გარდა, "საწნახელის" მიზანია, პოპულარობა გავუწიოთ ოჯახური ღვინის დაყენების ტრადიციასაც, რომელიც მართლაც უნიკალურია", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ამ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ზურაბ ფანჯარაძემ, რომელიც ქუთაისში რამდენიმე პოპულარულ ბარ-რესტორანს ფლობს. გაგრძელება+ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი