ნაყინი, რომელსაც 150-წლიანი ისტორია აქვს და დაიმსახურა მსოფლიო აღიარება თავისი უნიკალური გემოთი, უკვე საქართველოშიც შეგიძლიათ მიირთვათ. მისი დამზადების ისტორიამ ნაბიჯ-ნაბიჯ განიცადა ტრანსფორმირება და ამ ტრადიციას ქვია კარსამბეკი - თოვლის ნაზავი. ტექნოლოგია ერთი ოჯახის მიერაა შემუშავებული, რომელმაც შექმნა ბრენდი MADO. თავდაპირველად ნაყინი -30 გრადუსზე შემდეგნაირად მზადდებოდა - რძეს ასხამდნენ ცილინდრის ფორმის ჭურჭელში, რომელსაც გარშემო ცილინდრის ფორმის თერმოსი ქონდა.
სწორედ ამ თერმოსში ყრიდნენ მთიდან ჩამოტანილ თოვლს, რძეს კი მუდმივად ურევდნენ, ვიდრე მისგან ნაყინი არ გაკეთდებოდა. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი საღეჭი რეზინივით იწელება და მისი ჭამა დანა-ჩანგლითაც შესაძლებელია. ხილის ნაყინის შემთხვევაში რძეს ნატურალური ხილი ემატება. წყალი საერთოდ არ გამოიყენება და სწორედ ეს უზრუნველყოფს, რომ ნაყინი წელვადი იყოს.
ნაყინის გარდა, MADO ქართველ მომხმარებელს სხვა მრავალ ნატურალურ პროდუტსაც სთავაზობს. მათ შორის წვენებს. ლიმონათებს, თურქულ ტკბილეულს და ევროპულ კერძებს. MADO-ს პირველი მაღაზია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის 5/7 ნომერში გაიხსნა.
”MADO-მ თავისი ისტორიის შექმნა ნაყინით დაიწყო. ნაყინის შემდეგ ფახლავაზე გადავიდა. შემდეგ მოთხოვნიდან გამომდინარე გაფართოვდა სამზარეულო და დაემატა ევროპული კერძები. სწორედ ეს ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი ქართულ კაფე-რესტორანშიც. პიცებს, წვნიანებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ჩვენს მენიუში. ასევე წარმოდგენილია არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანი. ალკოჰოლი ჩვენთან საერთოდ არ იყიდება. ლიმონათებსა და წვენებს ადგილობრივად ვამზადებთ. ნაყინი და ტკბილეული კი ჩვენი ნომერ პირველი პროდუქტია,” - ამბობს საქართველოში MADO-ს პირველი ობიექტის მთავარი მენეჯერი ლაშა კრიჭაშვილი.
კაფე-რეტსორნის მენიუში მცირე რაოდენობით ქართული კერძებიცაა წარმოდგენილი. მათ შორის არის ხაჭაპური და აჩმა. მენეჯმენტი გეგმავს, რომ ეტაპობრივად ქართული მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
MADO-ში წარმოდგენილი კერძები ადგილობრივად მზადდება. ნაყინი კი თურქეთიდან შემოდის, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგიას ბრენდის ცენტრალური საწარმო ფლობს.
”ჩვენ მიერ შეათავაზებული კერძები, ისევე როგორც ფასები, საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის მისაღებია. ნაყინის ფასი 2,5 ლარიდან იწყება. ეს მომხმარებელს, ერთი შეხედვით, შეიძლება ძვირი მოეჩვენოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ნაყინის დაგემოვნება სხვაგან საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ ეს კაფე-რესტორანი მალე გახდება საოჯახო და თუ მეგობრული თავშეყრის ადგილი. წყვილებისთვისაც მეტად სასიამოვნო გარემოა,” - ამბობს კრიჭაშვილი.
კაფე-რესტორნის გახსნისთვის საქართველოში თურქული ჯგუფი ჩამოვიდა. მათ შეასწავლეს ქართველებს კერძების დამზადების ტექნოლოგია. ქართველი თანამშრომლები ანკარაშიც იყვნენ სპეციალურ ტრეინინგზე. ამჟამად ობიექტში 40 ქართველია დასაქმებული. თურქეთიდან ჩამოსულ ჯგუფს კი კომპანიის ოპერაციების მენეჯერი ევრენ დემირი ხელმძღვანელობს.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან საქართველოშიც გავხსენით MADO-ს ფილიალი. თუმცა ვფიქრობთ, რომ საქართველოში ობიექტის გახსნა დაგვიგვიანდა. ჩვენ ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებით ვართ წარმოდგენილი 300 ფრენჩაიზინგ კაფით. საქართველოს კაფე-რესტორანთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მალე გახდება ქართველების საყვარელი ადგილი,” - აღნიშნავს ევრენ დემირი.
MADO-ს ადგილობრივი მენეჯმენტი თბილისში, პუშკინის 5/7 ნომერში მდებარე ერთი მაღაზიით არ შემოიფარგლება და ქსელის გაფართოებას უახლოეს მომავალში აპირებს. მოკლევადიან სტრატეგიაში საქართველოს მასშტაბით 5 კაფე-რესტორნის გახნას გეგმავენ. მათ შორის ობიექტი გაიხსნება ბათუმშიც.
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE
(R)