ხუთი მიზეზი საქართველოს მოსანახულებლად - ამერიკელი ბლოგერის შთაბეჭდილებები

ხუთი მიზეზი საქართველოს მოსანახულებლად - ამერიკელი ბლოგერის შთაბეჭდილებები

"თუ ეძებთ უნიკალურ ადგილს 2017 წლისთვის სამოგზაუროდ, საქართველო თქვენთვის "დიდ საგანძურს" ინახავს" - კლიფ მაიკლი, ამერიკელი მარკეტინგის სპეციალისტი და ბლოგერი ასახელებს ხუთ მიზეზს, რატომ უნდა მოინახულონ ტურისტებმა საქართველო.

1. საქართველოს ყველაზე საოცარი პლაჟები აქვს, რაც შეიძლება შავი ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინოთ. ბათუმში საკმარისად არის რესტორნები და ბარები, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაერთოთ. შეკვეთილის პლაჟზე შავი ქვიშა მოგხიბლავთ, რომელზეც ამბობენ, სამკურნალო თვისებები აქვსო.

2. საქართველო ოჯახური მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. იქ ძალიან ამაღელვებელი თემატური პარკებია. ციცინათელას პარკი შეკვეთილის პლაჟთან მდებარეობს და 30-ზე მეტ ატრაქციონს იტევს. "ჯინო პერედაიზი" მხიარული საზღვაო პარკია, სადაც შეძლებთ ჰიდრომასაჟის გაკეთებას, ტალღებზე ცურვას აუზში, რომელიც ოკეანეში ცურვის იმიტაციას ქმნის.

3. საქართველოს თვალისმომჭრელი პეიზაჟები აქვს. აქაური მთები საოცრებაა, საქართველოში ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი უშგული მდებარეობს. აქაურ ხედებს ვერაფერი შეედრება, თუშეთის ნაციონალურ პარკში ულამაზესი სანახაობა დაგხვდებათ.

4. საჭმელი გამორჩეული და გემრიელია, დამერწმუნეთ ქართული სამზარეულოს მსგავსი არაფერი გექნებათ გასინჯული. ქართული ნაციონალური კერძი ხინკალია. ქუჩის ბაზრობა ყოველ კუთხეშია, სადაც დაგხვდებათ უახლესი ხილი და ბოსტნეული.

5. საქართველოს შარმი ისეთია, მეორეს სხვაგან ვერ იპოვნით. თბილისის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას ნოსტალგიური გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს პარიზის ქუჩების პატარა ვერსიას მიუყვებით. გახადეთ 2017 წელი დიდებული თავგადასავლების წელი, აღმოაჩინეთ სრულიად ახალი სამყარო და ესტუმრეთ საქართველოს.

მომზადებულია georgianjournal.ge-ს მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი