"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

როგორც "ინტერპრესნიუსს" წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, ისნის და სამგორის აბობებნეტებს ნაწილს წყალი ხვალ, დილის 09:00 საათამდე შეზღუდული ექნებათ.

"ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების ადგილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, ქინძმარაულის მეორე შესახვევში და ჯავახეთის ქუჩაზე, სპეციალური ბრიგადები ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომავალში წყლის შეზღუდვის არეალს.

აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 1-ელ თებერვალს 18:15 საათიდან, 2 თებერვლის, დილის, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ისნის რაიონში: ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელის ქუჩებს და შესახვევებს; ქინძმარაულის II შესახვევს; სამრეწველოს დასახლების I და II ქუჩებს; ციხისძირის, ნარგიზის, თეთრი წყაროს, დიდგორის, დოდაშვილის, მანავის, ბოლნისის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს;

სამგორის რაიონში: მოსკოვის გამზირს; ნაკადულის, ოცხელების და იუნკერების ქუჩებს;

დამატებით ინფორმაციას კომპანია Facebook Live-ის საშუალებით შეგატყობინებთ. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი