მარია გაბრიელი - საქართველო ევროკავშირის პარტნიორია, ევროკავშირის ირგვლივ კი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ

მარია გაბრიელი - საქართველო ევროკავშირის პარტნიორია, ევროკავშირის ირგვლივ კი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ

ევროკავშირი ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ“, - აღნიშნა მარია გაბრიელმა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოტანით საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ხელს შეუწყობს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.

„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ სწრაფი შედეგები დაფიქსირდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული მიდგომებისთვის. საქართველო აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც არის აუცილებელი. საქართველომ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა ფართო და რთული რეფორმების ჭრილში, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ასევე მან შეიმუშავა პოლიტიკა განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ქვეყანა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რომ მისი წვლილი შეიტანოს ევროუსაფრთხოების საკითხშიც. ევროკავშირი არის მტკიცე პარტნიორი საქართველოსი. უვიზო რეჟიმი იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ გავიზიარებთ ერთმანეთის კულტურას და ფასეულობებს და საფუძველს ჩავუყრით კიდევ უფრო მტკიცე თანამშრომლობას“, - აღნიშნა მარია გაბრიელმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი