ჯოან როულინგის ახალი წიგნის ”გუგულის ძახილის” პრეზენტაცია

ჯოან როულინგის ახალი წიგნის ”გუგულის ძახილის” პრეზენტაცია

წიგნის წარდგინება ”ძალიან ჩახლართული და თავბრუდამხვევი ამბავია. მკითხველებს ბევრი კითხვა გიჩნდებათ. თუმცა მხოლოდ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეძლებთ საიდუმლოებების ამოხსნას,” - ასეთ შეფასებას აძლევს წიგნს Library Journal.

რობერტ გელბრეითი ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია. ამ სახელით მან თავი თრილერის, 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ჟანრის მიმართულებით სცადა. წიგნი 2013 წელს გამოჩნდა. მთავარი პერსონაჟის მონაწილეობით მას კიდევ ორი დეტექტიური ისტორია მოყვა.

„გუგულის ძახილის“ მთავარი გმირი დეტექტივი კორმორან სთრაიქია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში ცნობილი გამომძიებლებისგან. ეს თანამედროვე, კრიმინალური გამოძიებაა, რომელმაც მსოფლიო ბესტსელერებს შორის პირველი ადგილი გამოქვეყნებისთანავე დაიკავა. რობერტ გელბრეითის წიგნის მიხედვით BBC-ს უკვე დაწყებული აქვს ფილმზე მუშაობა.

მედიის შეფასება:

”რობერტ გელბრეითის დებიუტი ცხადყოფს, რომ მას შეუძლია უარი თქვას მაგიაზე და თვითონ იყოს მაგიური,” - Sunday Times

”სიუჟეტი შესაძლებელია აგატა კრისტის დეტექტივებიდან გამომდინარე შეიქმნა. თუმცა ”გუგულის ძახილი” აბსოლუტურად დღევანდელობის შესაფერისია. სისხლიან ამბებთან ერთად ფერადოვანი და სახალისოცაა,” - The Wall Street Journal.

რობერტ გელბრეითის რომანი ”გუგულის ძახილი” ქართულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამოიცა. დღეს კი მისი წარდგინება „ბიბლუსი გალერიში“ 19:00 საათზე გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ბლოგერი მიხეილ სამხარაძე.

„გუგულის ძახილი“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერია “ტოპ თრილერის“ ფარგლებში გამოიცა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს