"ბიბლუსი გალერეაში" რობერტ გელბრეითის წიგნის - "გუგულის ძახილის" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" რობერტ გელბრეითის წიგნის - "გუგულის ძახილის" პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, "ბიბლუსი გალერეაში" რობერტ გელბრეითის წიგნის - "გუგულის ძახილის" პრეზენტაცია გაიმართა. "გუგულის ძახილი" გამომცემლობა პალიტრა L-ის სერია "ტოპ თრილერის" ფარგლებში გამოიცა.

წიგნის შესახებ მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ბლოგერმა მიხეილ სამხარაძემ ისაუბრეს.

რობერტ გელბრეითი ჰარი პოტერის ავტორის, ჯოან როულინგის ფსევდონიმია. ამ სახელით მან თავი თრილერის, 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ და გაყიდვადი ჟანრის მიმართულებით სცადა.

"გუგულის ძახილის" მთავარი გმირი დეტექტივი კორმორან სთრაიქია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებში ცნობილი გამომძიებლებისგან. ეს თანამედროვე, კრიმინალური გამოძიებაა, რომელმაც მსოფლიო ბესტსელერებს შორის პირველი ადგილი გამოქვეყნებისთანავე დაიკავა.

რობერტ გელბრეითის წიგნის მიხედვით BBC-ს უკვე დაწყებული აქვს ფილმზე მუშაობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი