როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

8 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.

4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება. ღამით ყინვები შემცირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი