"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს

"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს

ძველი უმჯობეს არს! - ამ წარწერით ფოტოგრაფი რომან თოლორდავა სვანეთის ერთ-ერთ თემში, მულახში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავს უღელ ხარს "ჯიპის" ტიპის ავტომობილი აღმართში.

"Ambebi.ge" რომან თოლორდავას დაუკავშირდა და ფოტოს გადაღების ისტორიის შესახებ უფრო მეტი შეიტყო.

- მულახის თემი ზღვის დონიდან 1 800-2 000 მეტრამდე მდებარეობს და ზამთარში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თუნდაც "ჯიპებს" ასვლა გასჭირვებიათ. ამ შემთხვევაში, სოფელს ბარიდან "ჯიპი" ესტუმრა, რომელსაც საბურავები მთლად ისეთ მდგომარეობაში არ ჰქონდა, რომ მეტრნახევრიან თოვლში თავისუფლად გაევლო.

ამ სურათის მომსწრე გავხდი და ფოტოს იდეაც დაიბადა - "ძველი უმჯობეს არს!" მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, მიუხედავად ახალი სიტყვისა, დღესაც აქტუალურია სწორედ ის, რა ხერხსაც ჩვენი წინაპარი წლების წინ მიმართავდნენ - ძველს თავისი სიტყვა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

ეს ხარები 9 წლისანი არიან. ზოგადად, მულახი ცნობილია იმით, რომ აქ უამრავი ხარი ჰყავთ, მოსახლეობა ხარებს ყველა სეზონზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამწევი ძალის ფუნქციას ასრულებინებს.

სოფელი იშლება უშბის ძირას. მულახის შემდეგ კი ალპური ზონაა", - აცხადებს რომან თოლორდავა.

ფოტოები 2017 წლის 28 იანვარს, დღის 16:00 საათზეა გადაღებული.

სოციალურ ქსელში გადაღებულ ფოტოებს მომხმარებლები კომენტარებსაც უწერენ.

" აი ძმაო, თუ არ ჯობნის ტრაქტორს ხარი - არც საწვავი გამოელევა და არც თოვლში დარჩება!"

"ბუნებრივი მოცემულობა, სიმძლავრით ბევრად აღემატება ტექნიკურ ინოვაციებს ;) :) ამ კადრში არის რაღაც!"

"იხარეთ ბატონო! <3 აი, ესეც "ჩვენს ცივილიზაციას!"... <3 (ხარის გამო ბევრჯერ მიამაყია და მიტირია კიდეც! <3)"

"ეს "ნისანის" ფირმას უნდა დაუდო და ახალს გაჩუქებენ ან ხარებს იყიდიან...."

"აქ ბევრს ნახავთ "ტოიოტასაც", "მიცუბიშსაც", ტრაქტორსაც კი, რომლებსაც აღმართზე ხარები ეხმარებიან!"

ნინო ხოზრევანიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი