აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან

"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიემართებიან. მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მოვაჭრეებს აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაემართათ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გადაწყვიტეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები მითხოვდნენ მათთან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გამოსულიყო, თუმცა მათ არავინ შეხვდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "გვიპასუხეთ, გვიპასუხეთ".

აქციის მონაწილეები კომპენსაციებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი