"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს

"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს. სამუშაოები უსაფრთხოების მიზნით ტარდება. როგორც ცნობილია, ტერიტორიის შემოსაზღვრის შემდეგ დაიწყება იმ ფილების ტერიტორიიდან გატანა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოვაჭრეებს, რომლებსაც პროდუქცია დახლებში ჰქონდათ შენახული, ტერიტორიაზე შეუშვებენ.

ამ დროისთვის "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ბოძების ჩასმა მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდში დასრულდება სამუშაოები.

ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია, რომელიც პერიმეტრს უსაფრთხოების მიზნით იცავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი