ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N“ დირექტორმა ბეჟან მამედოვმა ჯვარის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

პროექტი წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებითთ, ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 10000-მდე ადგილობრივი მცხოვრები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

"პროექტი, რომლის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 19 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულ კომპანია "AS Inshaat-N"-ს განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტები. კომპანია ახორციელებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტებს როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში”, - აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი