ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს. პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.

მუხნარის რეზერვუარის მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. სამუშაოებზე 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა და ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი