14 თებერვალი დიდი დღეა. დღე, როცა... უეფას ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფის მატჩებით განახლდება.
ამიტომ "ვალენტინობაზე" შეყვარებულებმა იფიქრონ, ფეხბურთის მოყვარულები კი ჩემპიონთა ლიგას დაელოდებიან, ახლა უკვე - გაორმაგებული ინტერესით.
რადგან გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მორიგი საჩუქარი მოუმზადა ფეხბურთის ქართველ ფანებს: 13 თებერვლიდან გაიყიდება ჩემპიონთა ლიგის გზამკვლევი და სტიკერების ალბომი, რომლითაც დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების შესახებ, გაეცნობით ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს, პლეი-ოფის კალენდარს, 1/8-ფინალში გასული გუნდების ისტორიას, სტატისტიკას, შემადგენლობებს...
და, რაც მთავარია, ყველა, ვინც სრულად შეავსებს ალბომს სტიკერებით, არამხოლოდ უნიკალური კოლექციის მფლობელი გახდება, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის სპეციალურ ბურთსაც მიიღებს საჩუქრად!
ვერ მიდიხარ ბარსელონაში ან მიუნხენში? ეგ არაფერი - "შენი" ჩემპიონების შეკრება საქართველოშიც შეგიძლია: შეიძინე გზამკვლევი, გაეცანი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი პლეი-ოფის მასპინძელ ყველა სტადიონს, გუნდსა და ფეხბურთელს, შეავსე ალბომი უმაღლესი ხარისხის ნაბეჭდი სტიკერებით და მიიღე საჩუქრად ჩემპიონთა ლიგის სპეციალური ბურთი.
მერე რა, რომ ქართული კლუბი არ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოში მაინც ბევრი ელის მოუთმენლად 14 თებერვლის საღამოს, როცა ლისაბონის და პარიზის სტადიონებზე ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი განახლდება. ოღონდ ფეხბურთი მხოლოდ სტადიონი არ არის და მით უმეტეს, არც - მხოლოდ ტელევიზორში ნანახი თამაში. ფეხბურთს აჟიოტაჟი სტადიონს მიღმაც უხდება.
მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვაგროვებდით საყვარელი გუნდების და ფეხბურთელების ფოტოებს. საღეჭ რეზინში ამოსული "ნაკლეიკა" ან ფერადი ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი მაშინ უფრო ძვირად გვიღირდა, ვიდრე თანამედროვე მოზარდებს - Xbox-ის დისკი, ან სოციალურ ქსელში ასობით მოწონება... მაშინ დიდი საფეხბურთო ტურნირები ჩვენთვის ოფიციალურ გახსნამდე კარგა ხნით ადრე იწყებოდა.
ახლაც ასე იქნება, ოღონდ ახლა შვილებთან ერთად შევაგროვებთ უფრო ხარისხიან და მრავალფეროვან სტიკერებს. სხვაზე ადრე შევსების იმედით, დაიწყება სტიკერების გაცვლა-გამოცვლაც:
"მესის ზედმეტი სტიკერი მაქვს. გინდა, რონალდუში გაგიცვალო?"