"ჩემს არც ერთ კედს ძირი არ აქვს..." - ბავშვობაში დაკაცებული 9 წლის ლაშას გულისამაჩუყებელი ამბავი

"ჩემს არც ერთ კედს ძირი არ აქვს..." - ბავშვობაში დაკაცებული 9 წლის ლაშას გულისამაჩუყებელი ამბავი

ოჯახი, რომელზეც ახლა გიამბობთ, სანზონაში, 30 კვადრატულ მეტრ სახლში ცხოვრობს. კედლები ნესტიანია, შინ სველი წერტილები არ აქვთ, არც - აბაზანა, საპირფარეშო ეზოშია. დავალიანების გამო, სინათლე გათიშული აქვთ, გაზის გადასახადსაც ვერ იხდიან და ვინ იცის, იქნებ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე, გათბობის ერთადერთი საშუალების, გაზის მიწოდებაც შეუწყვიტონ. ოჯახში 4 სული ცხოვრობს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა, პენსიონერი ბებია (ჯანმრთელობის პრობლემებით), ოჯახის დიასახლისი შორენა და 9 წლის ლაშა, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ ოჯახის ნათელი წერტილია.

თავშეკავებულობა, ზრდილობა, ღირსება, თანადგომისა და მად­ლიერების განცდა, სიკეთე, გულისხმიერება - ამ ბავშვს ყველაფერი აქვს, რაც კი შვილისთვის შეიძლება ინატროს კაცმა. არაფერს ვაჭარბებ, ინტერვიუს წაკითხვის შემთხვევაში, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ბავშვობაში დაკაცებული ბიჭის ამბავი, ერთ დღეს, 141-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას, შემთხვევით გავიგე და სკოლის პედაგოგს, ანი კოტრიკაძეს ვთხოვე, ლაშასა და მის ოჯახთან დაკავშირებაში დამხმარებოდა.

შორენა თევდორაშვილი:

- ამ ბინაში 2002 წლის შემდეგ ვცხოვრობთ. თავად ხედავთ, აქ არანაირი პირობა არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ერთ-ერთ სკოლაში პრაქტიკასაც გავდიოდი, მაგრამ იმ პერიოდში ოჯახი შევქმენი. ჩემი ყოფილი მეუღლე ყაზბეგიდანაა და 6 წელი იქ ვცხოვრობდი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, სამსახურის შოვნა პროფესიით ვეღარ მოვახერხე.

- ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობთ?

- დღეს ჩემს პროფესიას "ცოცხზე ვიყენებ". მეტროში დამლაგებლად ვმუშაობ. 2 წელია, რაც მეუღლეს დავშორდი. შვილებს მარტო ვზრდი, ყოფილი მეუღლე საერთოდ ვერ მეხმარება. ლაშა 9 წლის არის, ლელა - 14-ის.

ლელა 6-თვიანი დაიბადა, მას ძვლებისა და ნერვული სისტემის დაზიანება (შპრენგელის დაავადება - განვითარების თანდაყოლილი მანკი: ერთი ან ორივე ბეჭის მაღლა დგომა. ბეჭი, როგორც წესი, შემცირებულია ზომებში და დეფორმირებულია) ჰქონდა. 5-6 წლის წინ, 2 ოპერაცია გავუკეთეთ. მეორე ოპერაციაზე ბავშვმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, ტვინი გაეთიშა. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, მისმა ტვინმა ასაკის შესაბამისად განვითარება ვეღარ შეძლო. გონებრივი ხარვეზი დაუტოვა. მეტყველებს, აზროვნებს, მაგრამ ასაკთან შესაფერისი განვითარების დონე არა აქვს. მინდოდა, მისთვის ინვალიდობის პენსია დამენიშნა, მაგრამ ვერ მოვახერხე.

- რატომ?

- საჭირო საბუთების შეგროვება გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ ტომოგრაფია რომ გადამეღო, ამისთვის 350 ლარი იყო საჭირო. ნევროლოგისგან ფორმა #100 უნდა ამეღო, 3 დღით ბალნეოლოგიურში დამეწვინა - ეს ყველაფერი უფულობის გამო ვერ შევძელი. ჯანდაცვის სამინისტროში მივედი 2010 წელს. ძალიან უხეშად მიპასუხა კაცმა, რომლის გვარი სამწუხაროდ, არ მახსოვს: ბავშვს რასაც ვეკითხებით, ადეკვატურ პასუხს გვცემს და პენსიას ვერ დავუნიშნავთ. ჩვენ პენსიას ვუნიშნავთ მას, ვინც დებილი, დეგენერატი ან კრეტინიაო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საჯარო მოხელისგან ასეთი პასუხი მივიღე... ლელა დღეს საჯარო სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას გადის. 141-ე საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები მხარში მიდგანან, მათი მადლიერი ვარ.

- დღეს თუ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი