რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში "რუსთავის აზოტის" გათავისუფლებული 350 თანამშრომლის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქციას მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტები.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. მთელი მსვლელობის განმავლობაში პერიოდულად არის დაპირისპირება აქციაში მონაწილე ირაკლი კაკაბაძესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის. სამართლადამცველები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეებმა ერთ ზოლში იმოძრაონ და არ გადავიდნენ საპირისპირო მხარეს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი