"მოამბის" თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდებათ

"მოამბის" თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდებათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ია ანთაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომლების ტესტირებაზე საუბარი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იყო.

როგორც ია ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა შეხვედრაზე პირველ პრობლემად თანამშრომლების კვალიფიკაცია დაასახელეს.

"გასული წლის სექტემბერში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო თანამშრომლების ტესტირება და რანგირება. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გარკვეულიყო, რა ანაზღაურება უნდა ჰქონოდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი - აქ, საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები არიან სხვა ტელევიზიის კოლეგებთან შედარებით.

როდესაც ჩვენთან იყვნენ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერები, ჩვენ მათ ვკითხეთ, რა არის პირველი პრობლემა თქვენთვის, მათ თქვეს, რომ პირველი პრობლემა არის თანამშრომლების კვალიფიკაცია. მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს 100 ადამიანზე მეტის გათავისუფლებას ერთდროულად და საინფორმაციო სამსახურში თუ ჩვენ ასე გვაქვს საქმე, რომ იქიდან ტესტირების შემდეგ 100 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, მაშინ ბევრად უარესად ყოფილა აქ საქმე, ვიდრე მე წარმომიდგენია დღეს", - განაცხადა ია ანთაძემ.

"მოამბის" თანამშრომლების ნაწილი ეჭვობს, რომ შემცირება საინფორმაციო სამსახურსაც შეეხება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი