"ეს ის ცოდ­ვაა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვამ­ხი­ლო" - თემო საჯაია

"ეს ის ცოდ­ვაა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვამ­ხი­ლო" - თემო საჯაია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი საქ­მე აქვს, მა­ინც ახერ­ხებს, აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი იყოს. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს, რომ გა­ნათ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ანს ბევრ რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა. არც ისე დი­დი ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა თე­მო სა­ჯა­ი­ამ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნის ამ­პ­ლუ­ა­შიც მო­სინ­ჯა. ეს სფე­რო კი უფ­რო რთუ­ლი და უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე წარ­მო­ედ­გი­ნა.

- დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, კითხ­ვა ჩვე­ვა­ში გა­და­დის და მე­რე უკ­ვე მოთხოვ­ნი­ლე­ბად გექ­ცე­ვა. რო­ცა მოთხოვ­ნი­ლე­ბა გაქვს, დღე­ში სა­ა­მი­სოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც მო­იც­ლი.

არ ვამ­ბობ, რომ ყო­ველ­დღე სქელ­ტა­ნი­ან მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ვკითხუ­ლობ. ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბაც კითხ­ვაა, თუმ­ცა მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მიყ­ვარს. ყო­ველ­თ­ვის მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა საყ­ვა­რელ ავ­ტორ­ზე, ჟან­რ­ზე, ნა­წარ­მო­ებ­ზე და ა.შ. ჩემ­თ­ვის ეს სამ­ყა­რო იმ­დე­ნად დი­დია, მა­შინ ეპო­ქე­ბის მი­ხედ­ვით უნ­და დავ­ყოთ და ისე ვი­ლა­პა­რა­კოთ.

"ბი­ძია თო­მას ქო­ხი", "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი"... ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში იყო იმ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას უნ­და წა­ე­კითხა. მა­ინც ვთვლი, რომ ეს კულ­ტუ­რა ოჯა­ხი­დან მო­დის. ვხე­დავ­დი, რო­გორ კითხუ­ლობ­დ­ნენ ჩე­მი მშობ­ლე­ბი. წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას ბა­ბუა მირ­ჩევ­და. დღეს ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რომ ასაკ­თან შე­და­რე­ბით რთულ ნა­წარ­მო­ე­ბებს მა­კითხებ­და, თან მიხ­ს­ნი­და, რომ არა მი­სი სა­უბ­რე­ბი, შე­საძ­ლოა, სა­თა­ნა­დოდ ვერც გა­მე­გო.

მკითხ­ველ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას თით­ქ­მის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ახ­დენს, მაგ­რამ არ ვე­თან­ხ­მე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ყო­ვე­ლი წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ უკე­თე­სი ხდე­ბი. მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ამ გვაჩ­ვე­ნა, ძა­ლი­ან ნა­კითხი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არ იყ­ვ­ნენ. სა­ა­მი­სოდ სტა­ლი­ნის მა­გა­ლი­თის გახ­სე­ნე­ბაც საკ­მა­რი­სია. მას ბევ­რი წიგ­ნი ჰქონ­და წა­კითხუ­ლი, კრემ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 20 000 წიგ­ნია, რო­მელ­ზეც პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამით ის უკე­თე­სი არ გამ­ხ­და­რა.

ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მოახ­დი­ნა, "ა­და­მი­ან­თა მი­წა" იყო. ეს არ არის სა­თავ­გა­და­სავ­ლო ჟან­რი, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თო, ძა­ლი­ან მძი­მედ წა­სა­კითხი წიგ­ნია. მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ცა­შია, წერს მი­წა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე... ეს ნა­წარ­მო­ე­ბი 20 წლი­სამ წა­ვი­კითხე. მა­ნამ­დე რა­მე­ზე თუ მქონ­და ნა­ფიქ­რი, სა­კუ­თარ თავ­თან რა კითხ­ვაც კი გამ­ჩე­ნია, ბევ­რი რამ ამ კაც­საც ზუს­ტად ჩემ­სა­ვით ჰქონ­და ნა­ფიქ­რი. აზ­რე­ბის ისე­თი თან­ხ­ვედ­რა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი. მარ­თ­ლა წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამა­ვე დროს ვამ­ბობ, რომ მას­შ­ტა­ბუ­რო­ბით ყვე­ლა­ზე დი­დი ნა­წარ­მო­ე­ბი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი­ა". ეს არის ის ზღვა, რო­მელ­საც ვე­რას­დ­როს გა­და­ცუ­რავ. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბო­ლომ­დე რომ გა­ი­გო, ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში კარ­გად უნ­და ერ­კ­ვე­ო­დე. თუ სა­ხა­რე­ბას და "ვეფხის­ტყა­ო­სანს" გა­ეც­ნო­ბი, მე­რე არა­ფე­რი რომ აღარ წა­ი­კითხო, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი გე­ცო­დი­ნე­ბა.

რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან ვიძ­მა­კა­ცებ­დი? ძა­ლი­ან მომ­წონს ეს შე­კითხ­ვა. ახ­ლა პა­ტა­რა ბი­ჭი რომ ვი­ყო, ჰე­კელ­ბერ ფინ­სა და კარ­ლ­სონს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი. 18 წლის ასაკ­ში, სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბი რომ იწყე­ბა, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი მუშ­კე­ტე­რებ­თან. დღეს ვის­თან ვი­მე­გობ­რებ­დი (ფიქ­რობს)? თა­რაშ ემ­ხ­ვარ­თან. მას­თან ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი კითხ­ვა მაქვს, რო­მელ­ზე პა­სუ­ხე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. პირ­ველ რიგ­ში ვკითხავ­დი, რო­გო­რია ენ­გურ­ში შე­ცურ­ვა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ენ­გურს პირ­და­პი­რი გა­გე­ბით მდი­ნა­რეს არ ვგუ­ლის­ხ­მობ. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია რო­ცა იცი, ვე­რას­დ­როს გა­და­ლა­ხავ მას და მა­ინც იბ­რ­ძ­ვი.

ჩე­მი სიმ­ღე­რე­ბის ტექ­ს­ტებს ვწერ. ერთ-ერ­თი სტრო­ფი ასე­თია: "შენ ხარ მი­ზე­ზი ყვე­ლა ომის,/ შენ ხარ ევა, შენ ხარ მა­ტილ­და". მე­რე მო­დის სიტყ­ვა "გაწ­ვიმ­და". მითხ­რეს, ეს სა­ხე­ლი რით­მის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეო. ასე არ არის. მა­ტილ­და სტენ­და­ლის "წი­თე­ლი და შა­ვის" პერ­სო­ნა­ჟია, მსგავ­სი ერ­თ­გუ­ლე­ბა და მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნ­და უყ­ვარ­დეს ქალს მა­მა­კა­ცი, იშ­ვი­ა­თად თუ მი­ნა­ხავს. თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მოჭ­რი­ლი თა­ვი რომ აიღო და წა­ი­ღო, ამ ეპი­ზო­დის კითხ­ვი­სას მქონ­და გან­ც­და, რომ თა­ვი მე მო­მაჭ­რეს, მინ­დო­და ჩე­მი თა­ვი ყო­ფი­ლი­ყო. ცხოვ­რე­ბა­ში მა­ტილ­დას­ნა­ი­რი ქა­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან. მე შემ­ხ­ვ­და და ეს ის გო­გოა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს.

წიგ­ნი მო­მი­პა­რავს თუ არა? ეს ისე­თი ცოდ­ვაა, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვამ­ხი­ლო, ძა­ლი­ან ხში­რად მო­მი­პა­რავს და დღემ­დე ვი­ნა­ხავ. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, ჩემ­გან ეს ქცე­ვა არ უნ­და ეწყი­ნოთ. მე რომ მპა­რა­ვენ, ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი. შემ­თხ­ვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ჩემს მე­გო­ბარ ირაკ­ლის მივ­მარ­თავ: ვი­ცი, ჩე­მი "12 კე­ის­რის ცხოვ­რე­ბა" შენ გაქვს და და­მიბ­რუ­ნე!

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი