უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ნაწილს, ხვალ, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ვაკის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაკელიას ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი