ყაზბეგის პოტენციალი სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით - პროექტები საქართველოს მთიანეთის განსავითარებლად

ყაზბეგის პოტენციალი სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით - პროექტები საქართველოს მთიანეთის განსავითარებლად

საქართველოს მთიანეთს პროდუქტით თვითუზრუნველყოფა თითქმის არ შეუძლია, ამიტომ, უმეტესად თბილისიდან მარაგდება, რაც ცხადია, სერიოზული პრობლემაა.

ევროკავშირი საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი სოფლად სიღარიბის შემცირებისა და ჩვენს ქვეყანაში სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვაა. ეს უშუალოდ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - "ენპარდი" მხარდაჭერით 2013 წლიდან ხორციელდება.

ცოტა ხნის წინ, ყაზბეგში ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც ამ პრობლემებს ახლოს იცნობს და საკუთარ საქმიანობაზე, პრობლემაზე, თუ გამოცდილებაზე საჯაროდ სურდა საუბარი. შეკრებილ ადამიანებს, თავის გამოცდილებას ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიც უზიარებდა. ღონისძიება "ენპარდის" მხარდაჭერით გაიმართა, ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამა გახლდათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (სიდა) ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში".

ყაზბეგის განვითარების ჯგუფი 2016 წლის თებერვალში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშესაწყობად შეიქმნა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რეგიონის განვითარების პროცესში.

შოთა საბაური, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის დირექტორის მოადგილე:

- პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის რეგიონული განვითარების დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის მიზანი ყაზბეგის რაიონში პრობლემების მოგვარებაა. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ახალგაზრდების მიგრაცია და დასაქმებაა. ამ პროეტის განხორციელების შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება იგივე კვების ცენტრებში, გესტჰაუსებში, რაც მოსახლეობას დასაქმების საშუალებას აძლევს.

- ადამიანების დასაქმება უმეტესად ტურისტული მიმართულებით ხდება?

- ორი მიმართულებაა: სოფლის მეურნეობის (მესაქონლეობა) და ტურისტული, რაიონისთვის ორივე პრიორიტეტულია. ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს მესაქონლეობის განვითარებას, აქ სასაკლაოს პროექტზე უნდა შევჩერდე, რომელიც განხორციელების პროცესშია და მასში ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდობის ჩართულობა საკმაოდ მაღალია. პროექტი, ვიმეორებ, მათ აქ დასაქმებას და ადგილზე გაჩერებაში დაეხმარება. ასევე მნიშვნელოვანია სათბურის პროექტიც, მასშიც ახალგაზრდობაა ჩართული. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას.

რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებას, პრობლემური იყო ბაღებისა და სკვერების მოწყობა, რომლის განხორციელებაში თვითონ გამგეობაა ჩართული, რაც აგრეთვე ადგილობრივ ახალაგზარდობას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

- ღარიბი ოჯახი ბევრია?

- არის ასეთი კატეგორიაც, თუმცა ისეთი დონის არა, როგორც ვთქვათ, თბილისში.

- როგორ ხდება მათი დახმარება? რაიონში ინტეგრაცია?

- ამ პროექტის ფარგებში იქმნება სამუშაო ადგიები, შეძლებისდაგავარდ საქმდებიან ადამიანები, რაც ეკონომიკურ განვითარებას აუმჯობესებს. ევროკავშირის დახმარება ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და შემდეგ უკვე სხვადსხვა დონორის მხარდაჭერით გაგრძელდება ეს ყველაფერი, მრავალწლიანი პროექტია.

- ყაზბეგში სოფლის მეურნეობის დარგებიდან უმეტესად, რას მისდევენ?

- მესაქონლეობას (მეცხვარეობა, მსხვილფეხა საქონელი) და მეკარტოფილეობას. რაც შეეხება ტურიზმს, ტურიტული ობიექტების ძირითადი ნაწილი ცენტრშია (სტეფანწმინდა, გერტეტი), გესტჰაუსები და მთელი სერვისები იქ არის განლაგებული, რაიონის სოფლებში, ნაკლებად არის ეს ყველაფერი განვიარებული. ამიტომ პროექტის ძირითადი მიზანი იყო, რეგიონის პრობლემების თავიდან ბოლომდე შესწავლა...

სულ თავიდან, როდესაც ვიწყებდით და შესაბამისი შეხვედრები გაიმართა, მოსახლეობიდან 200-კაცამდე დაესწრო. ერთ-ერთი მთავარი სურვილი იყო, რომ მომხდარიყო ტურიზმის დივერსიფიკაცია, ანუ სოფლებში გადანაწილება, რომ იქაც ნახონ რაღაც შემოსავალი. ამიტომ გესტჰაუსებს ცენტრში კი არა, სოფლებში ვაფინანსებდით იმის გამო, რომ მარტო სტეფანწმინდაში 60 გესტჰაუსია. ამიტომ, პრიორიტეტული გახდა, სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება, სამთო ბილიკები დაფინანსდა, ასევე რადენიმე სასტუმრო, კულტურულ ძეგლებთან საინფორმაციო ბანერების დაიდგა, რომლებიც მნახველს კოშკებისა და ნანგრევების შესახებ ინფორმაციას იძლევა.

- სასაკლაოზე რას გვეტყვით?

- ეს პროექტი ძალიან დაეხმარება რეგიონს. ვინაიდან ევროკავშირის დაფინანსებულია, ევროკავშირის სტანდარტითვე აღიჭურვება. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემის წინაშე არიან ჯერჯერობით აქაურები, საქონელი თბილისში უნდა ჩაიყვანონ, დაკლან იმიტომ, რომ სტანდარტები დააკმაყოფილონ, ვეტერინარის საბუთია საჭირო, რომ ხორცი საღია და შემოწმებული. მოკლედ, სასაკლაო ადილზე საქმეს სერიოზულად გააიოლებს. რაც მთავრია, ყველაფერი სტანდარტების მიხედვით ზედმიწევნით იქნება დაცული.

სალომე ბაკაშვილი, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნის ინიციატორი და მხარდამჭერი:

- ყაზბეგი პროდუქტით თბილისიდან არ უნდა მარაგდებოდეს. ამიტომ, გლეხი სოფლის მეურნეობის მეწარმე უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მიწის რესურსი (სოფლის მეურნეობის კუთხით) ყაზბეგის რეგიონში ცოტაა, აქ შეიძლება ის ნიშური პროდუქტი აწარმოო, რომელიც მაგალითად, ტურიზმს სჭრდება. შეიძლება პროდუქტი მასობრივად თბილისის ბაზარზე ვერ გაიტანონ, მაგრამ ადგილობრივი ტურიზმი დააკმაყოფილოს.

ამისთვის, შესასწავლია ადგილობრივი ბაზარი, - რა სჭირდება იგივე ტურიზმს, ამ სფეროს მომსახურებას, ზოგადად, ტურისტს, რომელიც ჩამოდის, რას წაიღებს აქედან. ამაზე უნდა აეწყოს სოფლის მეურნეობის მწარმოებელი. აქ ლაპარაკია ცოდნაზეც. მოსახლეობის განათლებაც ისე უნდა მოხერხდეს, რომ ადამიანებს დილის 9 საათიდან და საღამოს 8-მდე ტრენინგზე ჯდომაში დრო არ დაეკარგოთ, ან ერთი წელი კოლეჯში სწავლაში, - ხანგრძლივად ოჯახს ვერ დატოვებენ. მოკლედ, ამ ცოდნის მიღებაში უნდა დავეხმაროთ.

მერე თუ კახეთსა და შიდა ქართლს შევადარებთ, რეალურად, ძალიან ცოტა ახალგაზრდაა საქმეში (სოფლის მეურნეობაში) ჩართული. ჯერ ვერ ხედავენ პერსპექტივას და ამიტომაც არის, რომ მათ ჩართულობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. არადა, ეს ისეთი რეგიონია, თუ კარგად ცხოვრობ, ხელი ბერ რამეზე მიგიწვდება, ბოლოს და ბოლოს 2 საათში თბილისში ხარ.

- თქვენი მთავარი ორიენტირი რა არის?

- როდესაც პირველი საგრანტო კონკურსი ჩატარდა, 250 კაცმა გაიარა და მიიღო ინფორმაცია ბიზნესპროექტის წერის, საგადსახადოსთან კონსულტაციის, სუსრსათის საკითხების სატნმდარტების ცოდნის შესახებ. საბოლოოდ კი, 27 პროექტი დაფინანდა, მაგრამ 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო საჭირო ინფორმაცია. რეალურად მათ შეუძლიათ პროექტი მოამზადონ, როგორც სხვა მიმართულებით, ასევე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მიიღონ გრანტები. თუUსაკუთარ ინვესტიციას ჩადებენ, შემდგომ სწორად როგორ დაგეგმონ, - ეს არის მთავარი.

- რამდენად არის პროექტში ამ ადამიანების ინტერესები, სურვილები, ინიციატივა და იდეები გათვალისწინებული?

- რეალურად ყველა გადაწყვეტილებას თვითონ ჯგუფის წევრები იღებენ, ჩვენ, როგორც პროექტის თანამშრომლები, მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭეში ვეხმარებით, მიმართულებას ვაძლევთ, დარგის ექსპერტები ჩამოგვყავს.

ამ ყველაფრის არსია, ლიდერის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ადგილობრივების ჩართულობით სოფლის განვითარების პროცესის ადგილიდან დაძვრა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი რაიონის განვითარებაზე სტრატეგიულად უნდა იაზროვნონ... სიტყვაზე, მოსახლეობას შეიძლება, საქონელი ჰყავს, მაგრამ რადგანაც ტრადიციულ საძოვარს იყენებს, ამისთვის მთა მწირი რესურსია. ზამთარში თანამედროვე კვების მეთოდოლოგიაზე წარმოდგენა არ აქვთ, ელემენტარულად, მშრალი საკვების მიწოდება არ ხდება, რაც ასევე ცოდნის დეფიციტზე მეტყველებს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი