"ერთმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი"

"ერთმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი"

კაცს ფიალა ეჭირა, ქალს ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა გადაკიდებული და ყურზე მიკროფონი მიემაგრებინა. უჩვეულო სანახაობით გაოცებული თუ ხმამაღალი მუსიკით შეშფოთებული მგზავ­რების მზერაში ღიმილი, გაკვირვება და ზოგსაც აგრესია შევნიშნე...

სამსახურიდან გამოსულმა სახლამდე­ მეტროთი ვარჩიე წასვლა. ესკალატორი სწრაფად ჩავიარე და მატარებლის ბოლო ვაგონში მოვკა­ლათდი. იქვე უსინათლო მამაკაცსა და ქალს მოვკარი თვალი. კაცს ფიალა ეჭირა, ქალს ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა გადაკიდებული და ყურზე მიკროფონი ჰქონდა მიმაგრებული. უჩვეულო სანახაობით გაოცებული თუ ხმამაღალი მუსიკით შეშფოთებული

მგზავ­რების მზერაში ღიმილი, გაკვირვება და ზოგსაც აგრესია შევნიშნე... წყვილი ხელიხელჩაკიდებული ნელი ნაბიჯებით გაემართა ვაგონის მეორე ბოლოსკენ... ისინი ალბათ, ბევრს უნახავს და დახმარების ხელიც გაუწვდიათ, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რომ მათ სახლში 5 შვილი ელოდებათ.

საბჭოთა პერიოდში მშობლები­ შეზღუდული უნარების მქონე­ შვილებს თავიდან იშორებდნენ. ასეთი­ დამოკიდებულების მსხვერპლია ქალბატონი­ მაიაც. მან ძალიან პატ არამ დაკარგა მხედველობა, დედამ კი - ჩინდაკარგული შვილი...

"მხოლოდ ერთხელ მომინახულა დედამ..."

მაია ჯიმისიანი: "- გორში დავიბადე,­ 4 წლისას მამა დამეღუპა. სკოლაში შემამ­ჩნიეს, რომ ცუდად ვხედავდი და 6 წლისა მცირედ მხედველთა სკოლაში გადამიყვანეს. შემდეგ სწავლა თბილისში, N202-ე უსინათლოთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განვაგრძე. თბილისში მხოლოდ ერთხელ, არდადეგების დროს მომინახულა დედამ.

ბავშვობის ნათელ წერტილად ჩემი მასწავლებელი, თინა ბურკაძე მიმაჩნია. სანამ ოჯახს შევქმნიდი, ეს ღვთისნიერი ქალი მპატრონობდა. ჩემი ძმა კახეთში ცხოვრობს, თუმცა სურვილი არა აქვს ჩემთან ურთიერთობის. ჩემი და კი თბილისშია, ხანდახან მხვდება, მაგრამ ჩვეულებრივი ნაცნობივით მხოლოდ მომესალმება ხოლმე.

"კეთილი ადამიანების დახმარებით ვარჩენ ოჯახს"

- ვოცნებობდი, სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, გავხდი მასაჟისტი, გოგირდის აბანოში 5 წელი ვმუშაობდი... მოგვიანებით ჩემს სკოლელ ზაურ ყაველაშვილთან ერთად შევქმენი ოჯახი. ის ჩემი მეორე მეუღლეა. პირველი ქორწინებიდან მყავს ორი ქალიშვილი: თინათინი და მარიამი. ჩემმა მეორე მეუღლემ 14 წლისამ­ დაკარგა მხედველობა, საფანტის ტყვია მოხვდა და ატროფირებული აქვს ორივე თვალი. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა არეულობის პერიოდი დაემთხვა, სამუშაო არსად იყო და მას ვინ დაასაქმებდა... მე და ზაურს სამი შვილი შეგვეძინა. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და ვცხოვრობთ ბედნიერად...

დასაკრავი და სასიმღერო აპარატურა კეთილმა გოგონამ აჭარიდან გამომიგზავნა. მიკროფონი რადიოზე ერთდება და ხმას აძლიერებს. ბევრს ფონოგრამა ჰგონია და მირჩევენ, ცოცხლად იმღერეო. მე ვუკრავ და ვმღერი, მეუღლეს ჯამი უჭირავს შემოწირულობისთვის. მუდმივად ერთად ვართ. მეტროში მაშინ ჩავდივარ, როცა ბავშვის დამტოვებელი მყავს, ხანდახან კვირებიც ვერ გავდივარ, ხანდახან კი ყოველდღე ქუჩაში ვმღერი. ხმა ძალიან სუსტი მაქვს, ამიტომ მიკროფონით ვმღერი. კეთილი ადამიანების დახმარებით ვარჩენ ოჯახს. ასეთები უფრო მეტი არიან, ვიდრე გამქილიკებლები.

გამიგონია არასასიამოვნო რეპლიკები, ჩემზე უკეთ აცვიაო. რადგან ქუჩაში ვდგავარ, არ ნიშნავს, რომ ჭუჭყიანი უნდა ვიყო... ერთმა მამაკაცმა ისიც კი მითხრა, აფერისტობ, ძალით აელმებ თვალსო. მე ვმღერი, არავის ვეუბნები, უსინათლო ვარ და ამიტომ დამეხმარეთ-მეთქი.

ერთმა საქველმოქმედო ფონდმა 1.240 ლარამდე შემიგროვა თანხა. ვიყიდეთ საწოლი, თეთრეული, პროდუქტები და ჩაიდანი-თერმოსი. ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის მესვეურებმა კი გადმომცეს 600 ლარის ღირებულების ტანსაცმელი ბავშვებისათვის. მოლარეებმაც გამოუგზავნეს ჩემს შვილებს­ საჩუქრები. "

5 შვილი ქუჩაში გასულ დედ-მამას ელოდება...

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი