გუდაურის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა

გუდაურის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, რუსმა ტურისტმა, რომელიც გუდაურში "კუდებზე" სრიალებდა, თვითნებურად სასრიალო გზას გადაუხვია, რის შედეგადაც გუდაურიდან 30 კმ-ში, ხადას ხეობაში აღმოჩნდა.

"მთაზე მყოფმა მაშველებმა მის მიერ განხორციელებული არასწორი გადაადგილება შეამჩნიეს, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. 4-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად რუსი ტურისტი მაშველებმა დაბა გუდაურში უსაფრთხოდ გადაიყვანეს", - ნათქვამია შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი