რა ვიცით ბერლინის კლინიკის შესახებ, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდება

რა ვიცით ბერლინის კლინიკის შესახებ, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზეა დანიშნული.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. ის ბერლინში მდებარე HELIOS Hospital Berlin-Buch-ის კლინიკაშია მოთავსებული. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე კლინიკა პაციენტებს მაღალკვალიფიციურ სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

1000-პალატიანი კლინიკის ტერიტორიაზე მდებარეობს 24 განყოფილება, რამდენიმე

სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრი, ექვსი ინსტიტუტი და სასწრაფო დახმარების ცენტრი, რომელსაც ვერტმფრენი ემსახურება.

ყოველწლიურად კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას 51 000-ზე მეტი პაციენტი, ხოლო ამბოლატორიულ მომსახურებას 110 000-ზე მეტი ავადმყოფი იღებს.

საავადმყოფო გერმანიის სიმსივნური საზოგადოების მიერ ონკოლოგიურ ცენტრადაა შეფასებული, ხოლო დიაბეტის ასოციაციის მიერ დიაბეტის მკურნალობის საუკეთესო ცენტრად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი