"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"

"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო"

"პატრიარქს არ სჯერა, რომ მისი მოწამვლის მცდელობა იყო" - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომელიც გერმანიაში იმყოფება.

მიტროპოლიტს თავადაც არ სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა.

"ჩემს აზრსაც გეტყვით და თვითონ პატრიარქისაც. მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს. რა მოხდა, არავინ იცის. არც პატრიარქს სჯერა ამის. ეგეთი რამე საერთოდ არ გამიგია, რომ ვინმეს ვინმე მოეწამლოს, წიგნებში წამიკითხავს მარტო", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მამა ნიკოლოზი გამოეხმაურა პატრიარქის უსაფრთხოების საკითხსაც და აღნიშნა, რომ სწორი იყო ბერლინიდან პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის თბილისში ჩამოსვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, დაეხმარა გამოძიებას. ჩვენმა აქ ჩამოსვლამ კი ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას", - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, ვინაიდან ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.

მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფოტო: დავით დანელია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი