"ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით..." - პროგრესული ავტომობილის ელეგანტური მძღოლი ნინო კასრაძე

"ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით..." - პროგრესული ავტომობილის ელეგანტური მძღოლი ნინო კასრაძე

"მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!" - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - "ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით."

AUTO BILD-ის გარეკანზე ადამიანი, თუნდაც ცნობადი სახე, ძალიან იშვიათი მოვლენაა. ამჯერად, საავტომობილო ჟურნალის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

"მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისაა! არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთო, რაც, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი სენია. როგორც მსახიობი თამაშობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ პირველ რიგში სხვებისთვის, ასე უნდა იყო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და თუ შეგიძლია, რომ ავტომობილის მართვით, თუნდაც გარემოს გაუფრთხილდე და მაგალითი სხვებსაც მისცე, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!" - მიაჩნია ნინო კასრაძეს.

მანქანას 2007 წლიდან მართავს და მას შემდეგ, მისი ცხოვრების წესი და სტილი მთლიანად შეიცვალა. ავტომობილი მისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის - მანქანა, შეუძლია, სახლსაც კი შეადაროს. მართალია, ფეხით სიარულს მოუკლო და ეს უდავოდ ცუდია, მაგრამ მანქანის გარეშე ცხოვრება და თანაც, მსახიობის ცხოვრება, უკვე ვეღარ წარმოუდგენია.

37 წლის იყო, როდესაც ავტომობილის მართვა დაიწყო და თავიდან, საკუთარ შესაძლებობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, საჭეს ალღო მალევე აუღო და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ავტომობილს ბევრზე უკეთ მართავს. მართალია, მისი მეუღლე ფიქრობს, რომ საჭესთან ცოტა გაფანტულია და არც თავად მალავს, რომ მეტი მობილიზება და ყურადღება მართებს, მაგრამ რაც მთავარია, თავდაჯერებული მძღოლია და არა დაბნეული განაგრძეთ კითხვა AUTOBILD.GE-ზე