"თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა" - მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე

"თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, მარტო ვერ გააკეთებდა" - მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე

თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ვნახავთ მერე, განახებთ... თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება.

მეუფე იაკობის თქმით, ის არ იცნობს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და შეფასებებისგან თავს იკავებს.

"არ ვიცი, დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ? - სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რამე ვთქვა. თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ, ბოლომდეც გაიხსნებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაცვა გაძლიერებულია.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა

"უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!" - ცერცვაძე

"შემიძლია, მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ნუ გადალახავს წითელ ზოლს" - თენგიზ ცერცვაძე