რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი - ილია მეორის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი - ილია მეორის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს.

"ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ", - განაცხადა მან.

"პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე რომ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი", - აღნიშნა რადიოსადგური НСН-ის ეთერში ვსევოლოდ ჩაპლინმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი