აშშ-ის კონგრესში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, პრეზენტაცია ამერიკაში საქართველოს საელჩოს, ასევე შეერთებული შტატების კონგრესის საკანონმდებლო ჯგუფისა და ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
”საქართველო-ამერიკის მეგობრობის ასოციაციამ, კონგრესის ღვინის მოყვარულების ჯგუფმა და საქართველოს საელჩომ გადაწყვიტეს შეხვედრა, რათა ქართული ღვინო წარედგინათ კონგრესმენებისთვის. ძალიან კარგი მიღება იყო. ქართული ღვინო პოპულარული გახდა, ყველას მოეწონა. ეს სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია. პირველად მოხდა ქართული ღვინის პრეზენტაცია კონგრესში”, - განაცხადა ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტმა, მელორ წიფურიამ.