"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს

"ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს

"ბიბლუსი გალერეაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ბიბლუსი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"15 თებერვალს, "აუდიტორია 115"-ის აქტივისტები შეიჭრნენ "ბიბლუსი გალერეაში" და უხეშად ჩაშალეს სამუშაო პროცესი. მათ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ბიბლუსი გალერეას" თანამშრომლებს, განახორციელეს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაარღვიეს მომხმარებელთა უფლებები.

"ბიბლუსი" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეეგუება ძალისმიერ და უკანონო ქმედებებს მის წინააღმდეგ ნებისმიერი, მართული თუ არამართული ძალებისა და ორგანიზაციების მხრიდან. ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ერთი კვირის წინ პროვოცირებული კამპანია თავიდანვე აგებული იყო ცრუ ბრალდებებსა და ცილისწამებაზე. "ბიბლუსი" ყველა კანონიერი გზით დაიცავს მისი თანამშრომლებისა და კომპანიის ინტერესებს და არ დაუშვებს სახელისა და რეპუტაციის შემლახავ ქმედებებს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა, ღირსეული ანაზღაურება და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო და არის "ბიბლუსის" ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა კომპანიის მრავალწლიანი და დინამიური განვითარება.

ამასთან, თანამშრომლების მხრიდან, რომელ პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, შრომითი ხელშეკრულებისა და შიდაგანაწესის უხეშ დარღვევას, კოლეგების მიმართ უპატივცემულოდ მოპყრობას და კომპანიის რესურსების არამართლზომიერად გამოყენებას "ბიბლუსის" მხრიდან ყოველთვის მოჰყვება სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სწორედ ზემოხსენებული პრინციპების დარღვევა გახდა "ბიბლუსიდან" რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი" - ნათქვამია "ბიბლუსის" განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი