რატომ გადაიფიქრა პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა - არჩილ თალაკვაძის კომენტარი

რატომ გადაიფიქრა პარლამენტმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა - არჩილ თალაკვაძის კომენტარი

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა უკვე არარენტაბელურია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი დეკემბერში მიღებული საგადასახადო კანონმდებლობით უკვე დარეგულირდა და მათ ასაკრძალად რაიმე ახალ რეგულაციაზე მუშაობა საჭირო აღარ არის.

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი უკვე დარეგულირდა საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც დეკემბერში მივიღეთ. მიღებული ცვლილებებით, განბაჟების გადასახადი გასამმაგდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რაც მათ შემოყვანას არარენტაბელურს ხდის. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციები მათ ასაკრძალად აღარ არის საჭირო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი