პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა

პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა დატოვა.

უწმინდესი ”ჰელიოს ბერლინ ბუხის” კლინიკიდან აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება.

იხილეთ უკომენტარო კადრები ბერლინის კლინიკიდან

უწმინდესი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს. ილია მეორემ ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. უწმინდესს სამშობლოში 17:30 საათისთვის ელოდებიან.

პატრიარქის მიერ ბერლინის კლინიკის დატოვების ამსახველ ფოტოს ”ტელე-იმედის” კორესპონდენტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი