მეღვინეობაზე ბავშვობიდან შეყვარებული კალათბურთელი - ვლადიმერ ბოისამ, ღვინოსთან ერთად, ჭაჭისა და კონიაკის წარმოება დაიწყო

მეღვინეობაზე ბავშვობიდან შეყვარებული კალათბურთელი - ვლადიმერ ბოისამ, ღვინოსთან ერთად, ჭაჭისა და კონიაკის წარმოება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, ძველ მარანში, ყოფილმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ მეღვინეობა სამი წლის წინ დაიწყო. მან საკუთარი ბრენდი „ბოისა“ შექმნა.

სიახლე ისაა, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ახლა უკვე კონიაკს და ჭაჭასაც აწარმოებს. ბოისას ღვინო, საქართველოს გარდა, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იყიდება. ვლადიმერ ბოისა ღვინოს 8000 წლის წინანდელი ქართული ტრადიციით 100 წლის ქვევრებში ამზადებს. ის ამბობს, რომ მეღვინეობა ბავშვობიდან აინტერესებს და ძალიან უყვარს. ბოისა ღვინოს აყენებს მეგობრის მარანში, რომელიც ტექნიკურად არ არის აღჭურვილი, რის გამოც ყველაფერს ხელით აკეთებს.

"ღვინოს ჩემი მეგობრის, ოთარ ბრეგვაძეს ძველ მარანში ვაწარმოებთ, ეს მისი პაპის დროინდელი მარანია. ბავშვობიდან მაინტერესებდა მეღვინეობა და მიყვარდა ეს საქმე. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა სურვილი დამეყენებინა რქაწითელის ღვინო ძველი ქართული ტრადიციით, ქვევრში და დაძველებით. ეს არის 8 000 წლის ტრადიციით გაკეთებული ღვინო, რომელიც 100 წლის ქვევრებში ინახება. პირველი რთველი 2014 წელს გვქონდა, მომავალ წელს კი უკვე ბოთლებში ჩამოვასხით. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჩამომესხა ღვინო, მაგრამ ისე მომეწონა ეს პროცესი, ჩამოსხმა, დაყენება, რომ გადავწყვიტე ცოტა მეტი მეწარმოებინა და მცირე ბიზნესი დამეწყო. გაგრძელება+ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი