აგარაკი კანარის კუნძულებზე და ექვსი სახლი - როგორია მილიონერი ქართველი დეპუტატის 14-გვერდიანი დეკლარაცია

აგარაკი კანარის კუნძულებზე და ექვსი სახლი - როგორია მილიონერი ქართველი დეპუტატის 14-გვერდიანი დეკლარაცია

აგარაკი კანარის კუნძულებზე, რამდენიმე ბინა და საცხოვრებელი სახლი საქართველოში, ჯამში 14 გვერდიანი ქონებრივი დეკლარაცია - ასეთია საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატის, კობა ნაყოფიას დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა ნაყოფია ერთ-ერთია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გამოქვეყნებულ მილიონერ დეპუტატთა სიაში მოხვდა. კვლევის თანახმად, პარლამენტში დღეს 41 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატია, რომელთა უძრავ-მოძრავ ქონების ღირებულება ჯამში 1 მილიონს აღემატება. ნაყოფიას უძრავ-მოძრავი ქონება კი კვლევის თანახმად, 8 მილიონ ლარზე მეტს ითვლის.

კობა ნაყოფიამ ბოლო დეკლარაცია 2016 წლის 23 ივნისს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნაყოფიას შემოსავალმა პარლამენტის წევრობიდან 55 485 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 300 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკს ესპანეთში, კანარის კუნძულებზე. ნაყოფია აგარაკის მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული თუ ვინ არის აგარაკის თანამფლობელი.

ასევე ნაყოფიას ეკუთვნის, 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსკოვში; 360 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი გალში; ამავე მისამართზე მდებარე 1 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი; 198 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რამიშვილის ჩიხში; 1 670 კვ. მეტრის მშენებარე საცხოვრებელი სახლი დიღომში და ამავე მისამართზე 11 301 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი წაიკითხეთ გაგრძელება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის პოზიცია; უმრავლესობის გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე