დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებს საპატრიარქოში ხვდებიან

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებს საპატრიარქოში ხვდებიან

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრებთან საპატრიარქოში შეხვედრას მართავენ. ადვოკატების თქმით, შეხვედრა 13:00 საათზე იყო დანიშნული.

"საპატრიარქოში სინოდის წევრებთან იქნება შეხვედრა. არ ვიცი დაესწრება თუ არა შეხვედრას პატრიარქი. ჩვენ ყველა დასმულ კითხვაზე გავცემთ პასუხს, თუმცა რა საკითხზე იქნება კონკრეტულად საუბარი ეს ჯერ არ ვიცით და უნდა მოვისმინოთ", - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა: "აზრი იმის თაობაზე, რომ თავს ვიკავებთ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა".

მამა მიქაელის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა.

მისივე თქმით, შეხვედრას თავად პატრიარქი არ დაესწრება.

”ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ამისთვის და ველოდებით მამა გიორგის ადვოკატების მოსვლას საპატრიარქოში. ჩვენ შევხვდებით მათ და მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რისი თქმა უნდათ. ცნობისთვის მინდა განვაცხადო, რომ მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე, რომ აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს”, - განაცხადა მამა მიქაელმა.

ამ წუთებში საპატრიარქოში შედიან მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი